- საქართველოს ნაკრების ლიდერმა ფინალში იტალიელ მეტოქეს მოუგო
- ირმა ხეცურიანი ფინალში იყო რაპირით შეჯიბრშიც
პარაფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ირმა ხეცურიანმა ახალი წელი დიდი წარმატებით გახსნა. ქართველმა სპორტსმენმა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაპირაში კი – ვერცხლი.
ხეცურიანმა ხმლით შეჯიბრის ფინალში იტალიელი პასკუინო 15:11 დაამარცხა, რაპირაში კი, გადამწყვეტ შეხვედრაში ტაილანდელ იანასთან 10:15 დამარცხდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ძალებს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც სცდიან.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ირმა ხეცურიანმა რაპირაში ოქროს მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილმა კი ბრინჯაო. ამ უკანასკნელმა ხმლით ფარიკაობაში ვერცხლიც მოიპოვა.
კომენტარები