Thumbnail

პარასკევს ნაპოლიმ იუვენტუსი 5:1 გაანადგურა და ამ სიგიჟის მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია იყო. შაბათს გამთენიისას, დილის 4 საათზე, ამ მატჩის მიმოხილვას ჩვენთან 5 000-ზე მეტი ადამიანი კითხულობდა...

კვარა | ვინ რა თქვა და დაწერა ხვიჩაზე

იყო თუ არა ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის საუკეთესო მატჩი? იმედი გვაქვს, წინ კიდევ ძალიან ბევრი ასეთი და ამაზე უკეთესი თამაშიც ელოდება, მაგრამ ფაქტია, whoscored-ს კვარასთვის ასეთი მაღალი შეფასებასება აქამდე არასდროს დაუწერია: 9,83 და ქართველ ვარსკვლავს სულ რაღაც 0,17 დააკლდა უმაღლეს და უნაკლო შეფასებამდე, ათიანამდე. ლეგენდარული არიგო საკი ამბობს, კვარაცხელიას გოლზე ისე ვიყვირე, ცოლი შევაშინეო. ესპანეთში წერენ, რომ რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, სიგიჟე ჩაიდინოს და კვარაცხელია და ოსიმენი ერთად იყიდოს. ეს ყველაფერი მართლა ხდება! კიდევ ვინ რა თქვა და დაწერა ხვიჩაზე იუვენტუსთან ბრწყინვალე მატჩის შემდეგ?

📋 | ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის გამოხმაურება და ყველა სიახლე ნახეთ აქ.

ფარიკაობა | ბაზაძის ტრიუმფი ტუნისში

29 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრანპრის ჩემპიონი გახდა. ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან ქართველ მოფარიკავეს ამ რანგის ტურნირი აქამდე არასოდეს მოეგო: გრანპრი ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და კონტინენტის პირველობასთან არის გათანაბრებული.

📋 | ვრცლად ბაზაძის წარმატებაზე წაიკითხეთ აქ.

სანდრო ბაზაძემ ფინალში იტალიელი ლუიჯი სამელე დაამარცხა

ფეხბურთი | მამარდაშვილი ატლეტიკოში?

საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილის მსურველ კლუბებს კიდევ ერთი შეემატა. ესპანური მედიის ინფორმაციით, 22 წლის ქართველს მადრიდის ატლეტიკო თავისი მთავარი მეკარის, სლოვენიელი იან ობლაკის შემცვლელად სერიოზულად განიხილავს.

📋 | შესაძლო ტრანსფერზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

გიორგი მამარდაშვილი და იან ობლაკი

ფეხბურთი | მიქაუტაძის მორიგი გოლი

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცმა რუანი 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში 22 წლის ქართველმა ფორვარდმა ჩემპიონატში მე-9, სეზონში კი მეცის მაისურით მეათე გოლი გაიტანა. გიორგიმ ზედიზედ მეორე მატჩი დაიწყო სათადარიგოთა სკამზე და მან 92-ე წუთზე გაიტანა.  

📋 | მიქაუტაძის გოლი და კომენტარი ნახეთ აქ.

ელ კლასიკო | ბარსა-რეალის გამოხმაურება

ესპანეთის სუპერთასზე ბარსელონამ რეალი 3:1 დაამარცხა და 2021 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა, რომელიც ასევე პირველი იყო ჩავისთვის ბარსას მთავარი მწვრთნელის რანგში. მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელებმა თამაშზე ისაუბრეს. ჩავიმ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება შესაძლოა გარდამტეხი გამოდგეს, ხოლო კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაბრუნებას მოახერხებს.

📋 | "კლასიკოს" მიმოხილვა და მწვრთნელების კომენტარები ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები