Thumbnail

მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა ბადეს საწყის რაუნდშივე გამოეთიშა, მელბურნს მხოლოდ ის ქართველი ჩოგბურთელები შემორჩნენ, რომლებიც წყვილთა თანრიგში თამაშს გეგმავენ.

თუკი უამინდობის გამო, Australian Open-ის განრიგში ცვლილებები არ მოხდა, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე სასტარტო მატჩებს ხვალ, 18 იანვრის დილას ჩაატარებენ.

კალაშნიკოვას მეწყვილე ამერიკელი ალისია პარკსია, რომელთან ერთადაც ქართველი ჩოგბურთელი იტალიელებს – მარტინა ტრევისანსა და იასმინ პაოლონის გაეჯიბრება. ამერიკელ ელისონ რისკე-არმიტრაჯსა და ჩეხ ლინდა ფრუჰვირტოვას დაუპირისპირდებიან ძალამიძე და მისი მეწყვილე – რუსი ალექსანდრა პანოვა.

ამის შანსი მცირეა, თუმცა, თუკი, ქართველმა ჩოგბურთელებმა 2-2 რაუნდი დასძლიეს, შემდეგ ისინი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.

ცნობისთვის, 32 წლის კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-3 რაუნდის იქით არასდროს გასულა, 29 წლის წლის ძალამიძეს კი მელბურნში თამაში არ აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები