Thumbnail
  • ვალენსია ესპანეთის თასის 1/18-ფინალში ხიხონის სპორტინგს შეხვდება
  • ჯენარო გატუზომ პრესკონფერენციაზე მეკარეების შესახებ ისაუბრა

ესპანეთის თასის 1/8-ფინალში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია სტუმრად ხიხონის სპორტინგს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჰკითხეს, ამჯერად მაინც ათამაშებს თუ არა, იაგო ერერინს - სათადარიგო მეკარეს. იტალიელის თქმით, მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისად, არ იცის, ვინ დაიცავს ვალენსიელთა კარს.

"ხვალ გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს. პრობლემა მხოლოდ მამარდაშვილის ან იაგოს საკითხი არ არის. ყველას პატივს ვცემ, მათ შორის ერერინს, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა მივიღო, როგორც მეკარის, ისე დაცვის, ნახევარდაცვისა და შეტევის პოზიციებზე", - აღნიშნა გატუზომ.

მამარდაშვილი და იუნუს მუსა დღევანდელ ვარჯიშზე

როგორც იცით, კოპა დელ რეის წინა ეტაპზე, ლა ნუსიასთან მატჩშიც ერერინის გამოჩენას ელოდენენ, მაგრამ გატუზომ სათასო შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი ათამაშა, ხოლო ერერინი მხოლოდ შეცვლაზე, 77-ე წუთზე ჩართო თამაშში.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 16-ვე მატჩში ითამაშა, გარდა ამისა, თითოჯერ მოედანზე ესპანეთის თასისა და სუპერთასის ეგიდით გავიდა. სწორედ სუპერთასზე ჩაატარა ვალენსიამ ბოლო მატჩი მადრიდის რეალთან, სადაც 22 წლის ქართველი გამორჩეული იყო, თუმცა მისი გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები