Thumbnail

ოლიმპი მეოთხედფინალშია! როგავას გუნდმა გთუნის მეორედაც მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლიმპი 69:55 გთუნი
  • ოლიმპი საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს საკალათბურთო თასის მერვედფინალურ ეტაპის საპასუხო მატჩში ოლიმპის კალათბურთელებმა გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდს 14 ქულით მოუგეს - 69:55.

დავით როგავას გუნდს პირველი მატჩიც მოგებული ჰქონდა (98:83). პირველი მეოთხედი ფრედ 14:14 დასრულდა, რის შემდეგაც ოლიმპმა სამივე მეოთხედის მოგწბა შეძლო და მეოთხედფინალის საგზურიც გაინაღდა.

ლინტონ ესლაისიმ 14 ქულა ჩააგდო. 10-ქულიან ზღვარს კი 2 კალათბურთელი გადასცდა: ვლადიმერ თავაქარაშვილი (14 ქულა, 5 მოხსნა) და გიორგი მეცხოვრიშვილი (11 ქულა, 7 მოხსნა). ოლიმპის გარდა, მეოთხედფინალის საგზური თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გუნდმა, რუსთავმა და ქუთაისმა მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები