Thumbnail

ბრძოლა სატიტულო ჩხუბამდე? დვალიშვილი იანის წინააღმდეგ იჩხუბებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილმა პიოტ იანის წინააღმდეგ 12 მარტს უნდა იჩხუბოს
  • მერაბის მენეჯერი ამბობს, რომ მხარეები კონტრაქტის დეტალებზე მსჯელობენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

UFC-მ მერაბ დვალიშვილისა და ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის ჩხუბის ორგანიზებაზე მუშაობა დაასრულა. ორივე მხარე კონტრაქტის დეტალებით კმაყოფილია, მებრძოლები ერთმანეთს 12 მარტს, ლას ვეგასში UFC 221-ზე შეხვდებიან.

დვალიშვილის მენეჯერმა MMA JUNKIE-სთან ბრძოლის ჩატარება დაადასტურა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და ხელშეკრულებაც მალე გაფორმდება.

მერაბ დვალიშვილს MMA-ში 15 მოგება და 4 მარცხი აქვს, UFC-ში კი მის ანგარიშზე 8 მოგება და 2 წაგებაა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა ბოლო ორთაბრძოლაში, რომელიც აგვისტოში გაიმართა, ბრაზილიელი ჟოზე ალდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

იანი (16-4 MMA, 8-3 UFC) UFC-ში ქამრის დაბრუნებას ეცდება. მან ზედიზედ ორჯერ წააგო სტერლინგთან და შემდეგ შონ ო'მალიმაც მოუგო. პიოტრის მიზანი მერაბის დამარცხებაა, რათა სტერლინგთან ჩხუბი კიდევ ერთხელ მოითხოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები