Thumbnail

'იმედგაცრუებული ვიყავი' - გიორგი მიქაუტაძე გოლებსა და მეცის სერიაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი მიქაუტაძემ ბოლო ორი თამაში თადარიგიდან დაიწყო, მაგრამ ორჯერვე გაიტანა
  • ქართველის თავდამსხმელის მეცი კარგ ფორმაშია და ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის

საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ორ შეხვედრაში გოლები გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ის ორჯერვე სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში.

"ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი იყო. ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა, რომ მინდორზე იყოს, მათ შორის მეც. იმედგაცრუება არსებობდა, მაგრამ დავბრუნდი, გუნდს დავეხმარე, ორივე თამაშში გოლი გავიტანე", - ამბობს გიორგი.

რამდენიმე ტურის წინ მეცი ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის შუაში იყო და ლიგა 1-ში გადასასვლელად ბრძოლა თითქოს შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ბოლო 6 ტურში 16 ქულა მოიპოვა და ახლა უკვე მე-3 ადგილზეა.

"ლიგა 1-ში გადასვლა გვინდა. რამდენიმე თვის წინ მე-12 ადგილზე ვიყავით, მაგრამ რამდენიმე თამაში არ წავაგეთ და დაბრუნება მოვახერხეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. ლიგა 2-ში საუკეთესო შეტევა გვყავს, გოლების გატანა უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ, რომ ადრე ბევრ გოლს ვუშვებდით, ახლა კი გაცილებით ნაკლებს და სწორედ ამან შეცვალა ყველაფერი".

მიქაუტაძე ბომბარდირებში დავითაშვილის თანაგუნდელ ჯოშ მაჯას ჩამორჩება

მეცი ბოლო მატჩებს გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, იბრაჰიმა ნიანეს გარეშე თამაშობს და როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, თავიდან შეტევაში მარტო მოქმედება გაუჭირდა: "ნიანეს გარეშე თავიდან გამიჭირდა. როცა მასთან ერთად ვთამაშობდი, სხვანაირად თამაში მიწევდა, მაგრამ როცა შეტევაში მარტო ყოფნა მომიწია, ვცდილობდი, ისიც გამეკეთებინა, რასაც ის ჩემთვის აკეთებდა, ასე რომ უფრო რთული იყო".

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში ჩატარებულ 18 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირებში მეორე ადგილზეა. მეცი ბოლო ტურებში ძალიან კარგად ფორმაშია, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილის შუა ნაწილიდან მე-3 ადგილამდე აღზევდა, მეორეადგილოსან ბორდოს კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ფრანგული გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, სტუმრად ვალანსიენთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები