Thumbnail

ტორესს დახმარება სჭირდება - ფერანს მენტალური პრობლემები აქვს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფერან ტორესმა ფსიქოლოგის დახმარება მოითხოვა
  • კლუბი ფეხბურთელს მაქსიმალურად ეხმარება

ფერან ტორესმა ფსიქოლოგის განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარება მოითხოვა. ამის მიზეზი 22 წლის ესპანელი შემტევის მენტალური პრობლემებია. კლუბი და სამწვრთნელო ჯგუფი მას ბოლომდე გვერდით უდგას და იმედოვნებენ, რომ ტორესი ამ პრობლემას გადალახავს.

მენტალური პრობლემების გამო, ახალგაზრდა შემტევი ისეთ დონეზე ვერ თამაშობს, როგორსაც მისგან ელიან. ფერანი მოედანზე ხშირ შემთხვევებში არადამაჯერებლად გამოიყურება და ერთი შეხედვით მარტივ სიტუაციებში ხშირად ცდება ან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

სწორედ თვითრწმენის ნაკლებობამ გადააწყვეტინა ახალგაზრდა მოთამაშეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართა. ტორესი დიდ წნეხს განიცდის. თითოეული ცუდად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მის მიმართ კრიტიკა დიდია, რასთანაც ფერანს გამკლავება უჭირს.

ბარსელონაში იმედოვნებენ, რომ ტორესი ფსიქოლოგიურ პრობლემებს გადალახავს და მენტალური ჯანმრთელობა მას ხელს აღარ შეუშლის მოედანზე აჩვენოს ის სათამაშო დონე, რომელსაც მისგან ელიან და რომელიც მას შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გუნდმა ფერან ტორესი 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინა. ბარსელონამ ახალგაზრდა შემტევი მანჩესტერ სიტიდან დაიმატა. 

კომენტარები

ბოლო ამბები