Thumbnail
  • ანორთოსისი 0:0 (პენ-4:3) პარალიმნი
  • გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის ანორთოსისი კვიპროსის თასის მეოთხედფინალშია

გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის ანორთოსისმა კვიპროსის თასის მერვედფინალში პარალიმნის უმასპინძლა და მომდევნო ეტაპზე პენალტების სერიით გავიდა. უგოლო 120 წუთის შემდეგ, პენალტების სერიაში ქართველებმა მაგრად ითამაშეს.

გიორგი ლორიამ პენალტი მოიგერია, ხოლო ავთო ებრალიძემ პენალტის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ებრალიძეს პენალტის დროს გაუმართლა, მისი დარტყმა მეკარემ კი გააჩერა, მაგრამ მერე ბურთმა კარის ხაზი მაინც გადაკვეთა.

ანორთოსისმა პენალტების სერიაში 4:3 მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მეოთხედფინალში ასევე ითამაშებს გიორგი ქვილითაიას, ბუბა დაუშვილისა და ლაშა დვალის აპოელ-ი, რომელმაც არისს 4:2 მოუგო. ქვილითაიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები