Thumbnail

საჭირო ქამბექი ტოტენჰემთან - მანჩესტერ სიტის 3 გოლი 12 წუთში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მანჩესტერ სიტი 4:2 ტოტენჰემი
  • მანჩესტერ სიტიმ ტოტენჰემს 3 გოლი 12 წუთში გაუტანა

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის მორიგ მატჩში ტოტენჰემს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პეპ გვარდიოლას გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. კულუშევსკიმ და ემერსონ როიალმა პირველი ტაიმის ბოლო სამ წუთში სიტის გაუტანეს და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

გვარდიოლას გუნდმა მეორე ტაიმი აქტიური შეტევებით დაიწყო და 12 წუთში მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. ხულიან ალვარესმა 51-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ორ წუთში ჰაალანდმა გაათანაბრა და 63-ე წუთზე რიად მაჰრეზმა სიტი დააწინაურა. მატჩის ბოლო წუთზე ალჟირელმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სიტიმ არსენალთა ქულათა სხვაობა ხუთამდე შეამცირა, მაგრამ არსენალს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ლონდონელებს მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩი ელით. რაც შეეხება სიტის, გუნდი 22 იანვარს ვულვზს უმასპინძლებს.

მანჩესტერ სიტი 4:2 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 კულუშევსკი (44), 0:2 ემერსონ როიალი (45+2), 1:2 ალვარესი (51), 2:2 ჰაალანდი (53), 3:2, 4:2 მაჰრეზი (63, 90)

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ედერსონი - აკე, აკანჯი, სტოუნსი, ლევისი (უოკერი 83) - გიუნდოგანი (სილვა 81), როდრი - გრილიში, ალვარესი, მაჰრეზი - ჰაალანდი (დიაში 90)

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - რომერო, დაიერი, დევისი (ლენგლე 78) - ემერსონ როიალი (რიშარლისონი 78), ბენტანკური (ბისუმა 75), პერიშიჩი (სესეგნონი 69), ჰოიბერგი - კულუშევსკი, სონი - კეინი

კომენტარები

ბოლო ამბები