Thumbnail

GAMING | გოლფის სიმულატორი ტაიგერ ვუდსის გარეშე - EA ახალ თამაშს უშვებს

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • თამაში თანამედროვე კონსოლებზე იქნება მორგებული
  • კომპანიამ EA Sports PGA Tour-ის თრეილერი გაავრცელა

EA Sports-მა გოლფის სიმულატორის ახალი სერიის გამოსვლის თარიღი დაადასტურა - EA Sports PGA Tour 24 მარტს გამოვა და იგი PlayStation 5-ზე, Xbox Series X/S-ზე და PC-ზე იქნება ხელმისაწვდომი. 

PGA Tour-ს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს, მის გამოსვლას განსაკუთრებით სპორტული თამაშების მოყვარულები ელიან. კომპანიამ თრეილერი გაავრცელა, რომელშიც გაუმჯობესებული გრაფიკა, დახვეწილი სათამაშო ანიმაციები და Pure Strike shot-ის სისტემა ჩანს, რომელზეც დეველოპერებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს. სათქმელია ისიც, რომ PGA Tour თანამედროვე კონსოლებზე იქნება მორგებული. 

თამაშში ყველაზე პოპულარული რეჟიმი ვირტუალური კარიერა იქნება, რომელშიც მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ გოლფის ლეგენდებს დაუპირისპირდნენ, სამწუხაროდ, მათ სიაში არ არის ტაიგერ ვუდსი, რომელიც კონკურენტ ფრენჩაიზთან -  PGA Tour 2K-თან თანამშრომლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები