Thumbnail

ლეგიონერები V ადგილობრივები - ოლ სტარის შემადგენლობები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლ სტარის კალათბურთელთა ხუთეული ქომაგებმა გამოავლინეს
  • ირაკლი ხოშტარიამ და ბექა წივწივაძემ სრული შემადგენლობა და ასისტენტები დაასახელეს

2023 წლის ქართული საკალათბურთო "ოლ სტარი" რუსთავში ჩატარდება და მასში მონაწილეთა ვინაობაც გაირკვა. ხმის მიცემით ქომაგებმა სასტარტო ხუთეულები გამოავლინეს, ხოლო მთავარმა მწვრთნელებმა ასისტენტები და სრული შემადგენლობა დაასახელეს.

"ოლ სტარი" რუსთავის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება. ადგილობრივთა სასტარტო ხუთეულში ლუკა ლიკლიკაძე (ოლიმპი), ლუკა ბულაშვილი (რუსთავი), გუგა პატაშური (რუსთავი), ლუკა კალატოზიშვილი (ოლიმპი) და ბექა ბექაური (თსუ) მოხვდნენ. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ სასტარტო ხუთეულს გიორგი ცინცაძე (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (ქუთაისი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), ოთარ ბულიავა (მეგა), გიორგი გოგუა (ტიტები) და ილია ლონდარიძე (კავკასია) დაუმატა.

ლეგიონერთა სასტარტო ხუთეულში კაილ რიდლი (ბათუმი), ტრეი კროფტი (რუსთავი), ჯარვის რეი (ქუთაისი), ლინტონ ესლაისი (ოლიმპი) და ეივერი დიგსი (რუსთავი) მოხვდნენ. ბექა წივწივაძემ ამ ხუთეულს შემდეგი კალათბურთელები დაუმატა: კრის მაკნილი (კავკასია), მაილს დენიელსი (კაკტუსი), ჯასტინ ფორესტი (კავკასია), რიკარდო ლინჩი (დელტა), მარქუს გილსონი (მეგა), დერიკ ნიუტონი (დელტა), სეშენ ჯორდანი (ბათუმი).

აღსანიშნავია, რომ 'ყველა ვარსკვლავის მატჩი' 22 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო კალათბურთის ფედერაციამ შეხვედრის გადადება გადაწყვიტა. All Star-ის ჩატარების ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები