Thumbnail
  • ლაიპციგი 1:1 ბაიერნი
  • გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (37), 1:1 ჰალსტენბერგი (52)
  • ფრაიბურგს შეუძლია, ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამციროს

ბუნდესლიგა ტურის და მთალიანად სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩით განახლდა: მიუნხენის ბაიერნმა ლაიპციგში ქულები დაკარგა (1:1) და რეალურია იმის შანსი, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბოს.

რეკორდმაისტერის რიგებში ტრანსფერის დადასტურებიდან მეორე დღესვე დებიუტი ჰქონდა მეკარე იან ზომერს, რომელიც მიუნხენელებმა მიონხენგლადბახის ბორუსიადან შეიძინეს. 34 წლის შვეიცარიელმა პირველსავე თამაშში გაუშვა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

იულიან ნაგელსმანი და იან ზომერი

პირველ ტაიმში ბაიერნი უკეთესი იყო და დამსახურებულად იგებდა - ჩუპო-მოტინგის გოლით. ეს მისი მე-11 გოლია მე-10 ოფიციალურ მატჩში და არაა გასაკვირი, მიულერი სასტარტო შემადგენლობაში რომ არ იყო. მეორე ტაიმში კი ლაიპციგმა მოუმატა და გაათანაბრა: ჰალსტენბერგის გოლი ბაიერნის უკანახაზელების ბრალია.

16 ტურის შემდეგ ბაიერნი 35 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე ფრაიბურგია, რომელსაც 30 ქულა აქვს და შაბათს, სტუმრად ვოლფსბურგთან გამარჯვების შემთხვევაში შეუძლია, რეკორდმაისტერთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამციროს. ლაიპციგი შაბათის თამაშებამდე მესამეა 29 ქულით.

ლაიპციგი 1:1 ბაიერნი

გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (37), 1:1 ჰალსტენბერგი (52)

ლაიპციგი (4-2-2-2): ბლასვიხი - სიმაკანი (83. კლოსტერმანი), ორბანი, გვარდიოლი, ჰალსტენბერგი (91. რაუმი) - ლაიმერი, შლაგერი - სობოსლაი, დანი ოლმო (82. ჰაიდარა) - ფორსბერგი (67. ვერნერი), სილვა.

ბაიერნი (4-2-3-1): ზომერი - პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - სანე, მუსიალა (68. კომანი), გნაბრი (83. მიულერი) - ჩუპო-მოტინგი (85. ტელი).

კომენტარები

ბოლო ამბები