Thumbnail
  • კალაშნიკოვა/პარკასი 6:1, 4:6, 6:2 ლიუ/სანტამარია
  • 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა
  • ქართულ-ამერიკულ წყვილს მესამე წრეში დაპირისპირება ჩეხებთან მოუწევს

ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირვლობის მესამე წრეში ითამაშებს. 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც დიდი სლემის წლის პირველი ტურნირის წყვილთა თანრიგში ამერიკელ ალისია პარკასთან ერთად გამოდის, მე-2 წრეში ამერიკელების დუეტი - კლერ ლიუ და საბრინა სანტამარია სამ სეტში დაამარცხა და კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა.  

შეხვედრა საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ქართულ-ამერიკულმა წყვილმა 4 ეისი მოაწოდა, დაუშვა 8 ორმაგი შეცდომა და 10-იდან 6 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. მეტოქეთა ანგარიშზე არცერთი ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 2 ბრეიკია. 

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვამ და პარკსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე საწყის შეხვედრაში იტალიელებს, იასმინ პაოლინისა და მარტინა ტრევისანს აჯობეს - 6:3, 5:7, 6:2.

ქართულ-ამერიკული წყვილს მესამე წრეში მეტოქედ ჩეხები - ბარბორა კრეიჩიკოვა და კატერჟინა სინიაკოვა ეყოლება. მელბურნის კორტზე შეხვედრა 23 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება.  

აღსანიშნავია, რომ ოქსანა კალაშნიკოვასთვის ავსტრალიის ღია პირველობაზე, ისევე როგორც დიდი სლემის სხვა ტურნირებში, მესამე რაუნდი კარიერის საუკეთესო შედეგია. ქართველმა ჩოგბურთელმა AUS OPEN-ის წყვილთა თანრიგის 1/8-ფინალში 2016 წელს ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები