Thumbnail
  • ევროლიგამ ვირტუსის ქართველი კალათბურთელის ეპიზოდი გამოარჩია
  • თორნიკე შენგელია ვირტუსი-პანათინაიკოსის შეხვედრაში საუკეთესო იყო

თორნიკე შენგელიას დაფარება, რომელიც ვირტუს ბოლონიას ქართველმა ფორვარდმა ათენის პანათინაიკოსთან შეხვედრაში შეასრულა, ევროლიგის მე-20 ტურის TOP 10 მომენტში მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ იტალიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე მეტოქე ანგარიშით 74:64 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი, რომელმაც 16 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

ეპიზოდი, რომელიც ევროლიგამ გამოარჩია, მეორე მეოთხედში მოხდა. პანათინაიკოსის ამერიკელმა გამთამაშებელმა ნეიტ უოლტერსმა შენგელიას მისამართით გაკეთებული პასი ჩაჭრა და მასპინძელთა ფარისკენ დაიძრა, მაგრამ თორნიკე დაეწია და ბოლო მომენტში ხელი შეუშალა.

31 წლის ქართველი კალათბურთელის მომენტი ევროლიგის TOP 10-ში მე-4 ადგილზე გავიდა.

ვირტუს ბოლონიას ევროლიგაში 9 მოგება და 11 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. თორნიკეს გუნდი საპლეიოფო ზონას 2 გამარჯვებით ჩამორჩება, მომდევნო შეხვედრას ტურნირში კი 27 იანვარს, სტუმრად მიუნხენის ბაიერნთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები