- ოთარ თანზილოვმა წაუგებელი სერია გააგრძელა
- ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონლიგაში უზბეკ მეტოქეს მოუგო
ქართველი მებრძოლი ოთარ თანზილოვი, 4 თვიანი პაუზის შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნდა. ოთარმა ოქტაგონლიგაში იჩხუბა და წაუგებელი სერია გააგრძელა. თანზილოვის მეტოქე უზბეკი ხიკმატილო აბდულაევი იყო. ოთარმა სამი რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ქართველი მებრძოლი ამ ჩხუბს 9 მოგებითა და 0 მარცხით შეხვდა. რაც შეეხება ხიკმატილოს, მას კარიერაში 9 მოგება, 1 ფრე და უკვრ 3 მარცხი აქვს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თანზილოვმა ნოკაუტის გარეშე მოიგო. ოთარს 9-დან 9 მოგება აქვს და მას უკვე რომელიმე დიდ ამერიკულ ორგანიზაციაში უნდა ველოდოთ.
სამწუხაროდ, სოფია ბაღიშვილმა თავისი ბრძოლა დათმო. მან ბულგარელ ალექსანდრა ტონჩევასთან მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.
კომენტარები