Thumbnail
  • ბოლო მატჩებში თითქმის ყველა ქართველი ლეგიონერის გუნდმა მოიგო
  • მათ შორის საუკეთესო სტატისტიკა ცოტნე ცარციძეს ჰქონდა

ისე მოხდა, რომ NCAA-ში ბოლო დღეებში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა მოიგეს და თითქმის ყველგან ლეგიონერებმა კარგად ითამაშეს. 

საბა გიგიბერიას სან ფრანცისკომ (13-9) პასიფიკს 78:57 მოუგო. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 10 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, აგრეთვე - 4 დაკარგვაც. სან ფრანცისკოს მორიგი მეტოქე  BYU-ია. ალექს მერკვილაძის ლუიზიანა-მონრომ სტუმრად გონზაგა დაამარცხა - 68:67. ქართველ ფორვარდს არ უთამაშია.

საბა გიგიბერია

ცოტნე ცარციძის ნორზ დაკოტამ კანზას სიტის 77:60 მოუგო. ცარციძემ 30 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2-2 პასი და ჩაჭრა მოუტანა გუნდს. დაკოტელები (7-13) ორალ რობერტსს ხვდებიან შემდგომ მატჩში. 

ვლადიმერ სალარიძის რივერსაიდმა (14-6) დაძაბულ ბრძოლაში 74:72 მოუგო დევისს. სალარიძემ 22 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, თითო პასი და დაფარება მიითვალა. 

სამხრეთის უნივერსისტეტის გუნდმა სევანი ტაიგერსმა ბირმინგემ-საუზერნს სტუმრად 66:61 მოუგო. მატჩის დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე, ლუკა ავალიანის ზუსტმა საჯარიმო ტყორცნებმა ტაიგერსს გამარჯვება დაუბევეს. ლუკამ 34 წუთში 14 ქულა (ერთი სამქულიანი), 9 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, თუმცა მისი 6 დაკარგვაც აღსანიშნავია. სევანი ტაიგერსი (12-5 სეზონში) 22 იანვარს მილსეპსს დაუპირისპირდება. 

მოიგო ქალთა NCAA-ში ნატალია ოთხმეზურის აიონამაც (12-5), რომელმაც რაიდერი 90:62 დაამარცხა. ნატალიამ 24 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

გიორგი ბულსის სარეზერვო გუნდთან მატჩში

რაც შეეხება NBA-ს განვითარების ლიგას (G ლიგა), აქ გიორგი ბეჟანიშვილის კოლეჯ პარკ სკაიჰოუქსმა სტუმრად ვინდი სიტის 133:111 მოუგო. ბეჟანიშვილის ანგარიშზე 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები