- ნიცას ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა
- 22 იანვარს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ანრი დელანის გრან პრიზე იასპარეზა, რომელსაც საფრანგეთის ქალაქმა ნიცამ უმასპინძლა და ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს.
ექვსიდან 2 უმაღლესი ხარისხის მედალი იყო - ოქრო მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ.) და ნიკა ბერულავამ (125 კგ.) მოიპოვეს. ვერცხლის მედალი დაისაკუთრა გიორგი ჭოლაძემ (70 კგ.), ხოლო გიორგი გეგელაშვილი (57 კგ.), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ.) და ევსემ შველიძე (79 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ანრი დელანის გრან პრიზე გადახალისებული და არასრული შემადგენლობით გამოვიდა, რომელიც 7 მოჭიდავით იყო დაკომპლექტებული.
22 იანვარს შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: აკაკი ოსიაშვილი (55 კგ), ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ბექა გურული (63 კგ), ლევან ქავჟარაძე (67 კგ), ნიკა ყორშია (72 კგ), ხვიჩა ანანიძე (77 კგ), ბექა მამუკაშვილი (82 კგ), აივენგო რიკაძე (87 კგ), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ), სულხან ბუიძე (130 კგ).
კომენტარები