Thumbnail

ჟოზეს საფიქრალი - სერია A-ში წვალება თუ მუნდიალი ამერიკის ნაკრებთან ერთად

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჟოზე მოურინიოს ამერიკის ნაკრები ეპატიჟება
  • აშშ-ის ნაკრების მომდევნო მუნდიალს თანამასპინძელის სტატუსით ხვდება

კატარის მუნდიალზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმატებით გამოსვლის მიუხედავად, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი, გრეგ ბერჰალტერმა სკანდალების ფონზე დატოვა და თანამდებობა დღეს ვაკანტურია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნაკრების მომდევნო მუნდიალისთვის მზადებას იწყებს, რომლის ერთ-ერთი თანამასპინძელი, კანადასთან და მექსიკასთან ერთად ამერიკაც იქნება. ამიტომ, ამ ნაკრების შემდეგ მუნდიალზე გაყვანა მნიშვნელოვანი და საპასუხისიმგებლო საქმეა.

ერთ-ერთ კანდიდატად, ამერიკის ფეხბურთის ფედერაცია ჟოზე მოურინიოს მოიაზრებს, რომელსაც ჯერ პორტუგალიის, ხოლო შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც მოიაზრებდნენ და რომელსაც, ამ სფეროსადმი ინტერესი არაერთხელ დაუფიქსირებია.

"მინდა ნაკრების მწვრთნელი ვიყო და მსოფლიოს ჩემპიონატის, ასევე ევროპის ჩემპიონატის გამოცდილება მქონდეს, პირველ რიგში ემოციურ დონეზე..." - ამბობდა ჟოზე 2020 წელს, სანამ ტოტენჰემ ჰოთსპურს ჩაიბარებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები