- ქართულმა ტრიომ ფინალში უკრაინა 17:3 დაამარცხა
- ბრინჯაოს მედალი ერგო საქართველოს ვაჟთა ნაკრებს
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ქალთა ნაკრები ხორვატიის ქალაქ ოსიეკში გამართული გრან პრის ჩემპიონი გახდა. საუბარია 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში.
ქართულმა სამეულმა ლეგენდარული ნინო სალუქვაძის, ლიზი კილაძისა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით, ფინალში უკრაინა ძალიან დამაჯერებლად – 17:3 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი მასპინძელ ხორვატიას ერგო.

ოსიეკის დიდი პრიზი შედეგიანი გამოდგა ვაჟთა ნაკრებისთვისაც (ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი და კაკო მოსულიშვილი), რომელმაც ასევე 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დიდ ბრიტანეთს 16:12 სძლია. ფინალში უკრაინამ ლატვიას აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ხორვატიის დიდ პრიზს სარეიტინგო დატვირთვა ჰქონდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად.
რამდენიმე დღით ადრე რუსეს (სლოვენია) დიდ პრიზზე საქართველომ შერეულ წყვილებში (მარიამ ფროდიაშვილი/ცოტნე მაჭავარიანი) ოქროს მედალი მოიპოვა, ქალთა ნაკრებმა (ნინო სალუქვაძე, მარიამ ფროდიაშვილი და ლიზი კილაძე) კი ვერცხლი დაისაკუთრა.
კომენტარები