Thumbnail

ბარსელონამ პედრის გოლით ხეტაფეს მოუგო და ლიდერობას ინარჩუნებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონა 1:0 ხეტაფე
  • კატალონიელები ჩემპიონატის ლიდერობას ინარჩუნებენ

კატალონიის ბარსელონამ ლა ლიგის მე-18 ტურში ხეტაფეს უმასპინძლა და მეტოქეს 1:0 მოუგო. ჩავის გუნდმა მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ცხრილში პირველ ადგილს ინარჩუნებს.

ესპანეთის სუპერთასის ფინალის მოგების შემდეგ, ბარსელონა ხეტაფესთან მატჩს გადაღლილი შეხვდა, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხა. რაფინიას გადაცემით პედრიმ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და ბარსელონას 3 ქულა მოუტანა.

ჩავის გუნდს 44 ქულა დაუგროვდა და რეალს 6 ქულით უსწრებს, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. კატალონიელები 26 იანვარს თასზე სოსიედადს უმასპინძლებენ, ხოლო 29 იანვარს პირველ წრეს მონტილივიზე ჟირონასთან თამაშით დაასრულებენ.

ბარსელონა 1:0 ხეტაფე

გოლი: პედრი (35)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - რობერტო (ალონსო 77), კუნდე, კრისტენსენი (გარსია 46), ბალდე (ალბა 46) - გავი, ბუსკეტსი, პედრი - დემბელე, ფატი, რაფინია (კესიე 62)

კომენტარები

ბოლო ამბები