Thumbnail

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქართველების 5 მედალი დელანის გრან პრიზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვა.

ანრი დელანის გრან პრიზე ქართველმა მოჭიდავეების მონაგარი 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.

ტურნირი წაუგებლად დაასრულეს და ჩემპიონები გახდნენ აკაკი ოსიაშვილი (55 კგ.) და ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), აივენგო რიკაძემა (87 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ.) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნიკა ყორშიამ (72 კგ.) კი ბრინჯაო აიღო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიცაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები გამოვიდნენ და 6 მედალი მოიპოვეს, მათგან 2 ოქროსი.

ფრიდონ აბულაძე ნიცას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, January 22, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები