- იუვენტუსი 3:3 ატალანტა
- ტურინელებს 2 გოლი ნიგერიელმა ადემოლა ლუკმანმა გაუტანა
ტურინის იუვენტუსს 8 მატჩის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული და ბურთების ბალანსი 14:0-ზე ჰქონდა, უკანასკნელ ორ შეხვედრაში კი 8 გოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ იუვე წინა ტურში ნაპოლისთან გასვლით შეხვედრაში 1:5 განადგურდა, ამჯერად კი, ატალანტასთან საშინაო თამაში 3:3 დაასრულა.
მატჩის გმირი ბერგამოელთა ნიგერიელი ნახევარმცველი ადემოლა ლუკმანი გახდა, რომელმაც დუბლის შესრულება ზედიზედ მე-3 მატჩში მოახერხა.
ლუკმანმა 2 გოლი გაუტანა სალერნიტანას, შემდეგ თასზე სპეციაც 2-ჯერ დაამწუხრა, სერია A-ში კი უკვე 11 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ნაპოლის შემტევსა და ასევე ნიგერიელ ვიკტორ ოსიმენს (13 გოლი) ჩამორჩება.
იუვენტუსს 19 ტურში 23 ქულა მოუგროვდა და მე-9 ადგილზე იმყოფება, ატალანტა კი 35 ქულით მეხუთეა. ტურინულმა კლუბმა, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა ანხელ დი მარიამაც გოლს საგოლე პასი წაამატა, 11 სექტემბრის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში პირველი ფრე ითამაშა.
იუვენტუსი 3:3 ატალანტა
გოლები: 0:1 ლუკმანი (4), 1:1 დი მარია (25), 2:1 მილიკი (34), 2:2 მელე (46), 2:3 ლუკმანი (53), 3:3 დანილო (65)
კომენტარები