Thumbnail

NBA | ლეიკერსის ისტორიული ქამბექი - ლებრონი რეკორდს უახლოვდება

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 112:121 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონის გუნდმა მეორე მეოთხედი 32-ქულიანი სხვაობით წააგო
  • ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სტუმრად პორტლენდის წინააღმდეგ ურთულესი მატჩი მოიგო. კალიფორნიულმა გუნდმა მეორე მეოთხედი 32-ქულიანი სხვაობით დათმო (13:45), მაგრამ შეხვედრაში "ქამბექი" შეასრულა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ეს გამარჯვება NBA-ს ისტორიაში გამორჩეული იმითაა, რომ ბოლოს მეოთხედის 30+ სხვაობით წაგების შემდეგ გამარჯვება ბოსტონმა, 1962 წელს იზეიმა, მაშინ სელტიკსი ბუფალოს ხვდებოდა. 

რაც შეეხება შეხვედრას: ლეიკერსი კატასტროფული მეორე მეოთხედის შემდეგ დიდ შესვენებაზე 25-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, რადგან გუნდმა პირველი მეოთხედი 7 ქულით მოიგო. აი, მეორე ტაიმში კი “ბრონი” ამუშავდა, 38 წლის ჯეიმსის ანგარიშზე 37 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი იყო, იგი კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდს ძალიან მიუახლოვდა (ჩამორჩენა მხოლოდ 223 ქულაა). კარგი მატჩი ჰქონდათ ტომას ბრაიანტსა (31 ქულა, 14 მოხსნა) და დენის შროდერს (24 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი). “ელეიმ” მეორე ტაიმი 34 ქულით მოიგო, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 22 მოგებითა და 25 მარცხით მე-12 პოზიციას იკავებს. სავარაუდოდ, გუნდს ენტონი დევისი ტრავმის შემდეგ იანვრის ბოლოს დაუბრუნდება, მანამდე კი ლებრონი და კომპანია ორ საშინაო მატჩს კლიპერსისა და სან ანტონიოს წინააღმდეგ ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები