Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 13 ქულა და 8 მოხსნა შესძინა
  • G ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის გუნდმა 38 ქულით მოიგო

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ლუკა ავალიანმა, რომელიც სევანი ტაიგერსის ღირსებას იცავს, აშშ-ს კოლეჯების ლიგის (NCAA) III დივიზიონში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

სევანიმ მოულოდნელი მარცხი (73:93) განიცადა კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ მილსეპსთან, ქართველმა მცველმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

ავალიანმა 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

საინტერესოა, რომ ლუკა პერიმეტრიდან ძალიან იშვიათად უტევს, ამდენად, გასულ შეხვედრაში ნასროლი 2 სამქულიანი მისთვის სეზონში სარეკორდოა.

გიორგი ბეჟანიშვილმა 6 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა

ტაიგერსს საუზერნ ატლეტიკის კონფერენციაში 5 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 იანვარს ბირმინგემ-საუზერნთან ჩაატარებს.

NBA-ს G ლიგაში წარმატებული თამაში ჰქონდა კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსს, რომლის რიგებშიც ქართველი ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილი ირიცხება.

სკაიჰოუკსმა 129:91 გაანადგურა ფორტ ვეინ მედ ანტსი (ეს გუნდი ინდიანასთან არის აფილირებული და მისი მაისურით გოგა ბითაძეს არაერთი თამაში აქვს ჩატარებული), ბეჟანიშვილმა კი 19 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

კოლეჯ პარკს 4 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა, შემდეგი შეხვედრა კი 25 იანვარს კლივლენდთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები