- რესლინგის ახალი სიმულატორი მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია
- წელს თამაშს WarGames-ის მატჩის ტიპი, ახალი პერსონაჟები და რეჟიმები დაემატა
WWE 2K რესლინგის სიმულატორია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. თამაშის ახალი სერია 17 მარტს გამოდის და მის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. გეიმერები ფრენჩაიზის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის მოლოდინში არიან - დახვეწილი გრაფიკა, ახალი პერსონაჟები და მრავალფეროვანი რეჟიმები.
WWE 2K-ის ახალი თამაში წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო დახვეწლი და გაუმჯობესებული იქნება. წელს თამაშს WarGames-ის მატჩის ტიპი დაემატა, რომელმაც ნოემბრის Survivor Series შოუზე მთავარი სანახაობა შექმნა, მომხმარებლები თამაშის შემქმნელებისგან სწორედ ამ რეჟიმის დამატებას ითხოვდნენ. გარდა ამისა, თამაშის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი რეჟიმი Icon Edition იქნება, რომელიც რეტროვერსიებით იქნება წარმოდგენილი და ლეგენდალური რესტლერების არჩევას შეძლებთ.
რაც შეეხება გარეკანს: WWE 2K23-ის მთავარი ვარსკვლავი 24 ტიტულის მფლობელი ჯონ სინააა. თამაშის წლევანდელ გარეკანზე რამდენიმე მეგავარსკვლავი განიხილებოდა, მათ შორის იყო The Undertaker-იც. საინტერესოა, რომ გულშემატკივრები გარეკანზე ამჟამინდელ ტოპ ვარსკვლავს ელოდნენ, სინამ 2022 წელს მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.
გარეკანზე სენასთან ერთად პუერტორიკოელი რეპერი ბად ბანიც იქნება, მან 2021 წელს Wrestlemania 37-ში და 2022 წელს Royal Rumble მიიღო მონაწილეონა. WWE 2K23 შემდეგ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი: PlayStation 4, PlayStation 5, Windows, Xbox One და Xbox Series X/S.
კომენტარები