Thumbnail
  • კარენ ხაჩანოვი 7:6 (7:5), 6:3, 3:0 სებასტიან კორდა
  • კორდამ თამაში ტრავმის გამო შეწყვიტა, ხაჩანოვი ნახევარფინალშია

სებასტიან კორდას სენსაციური სვლა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში, დრამატულად დასრულდა.

22 წლის ჩოგბურთელმა, რომელმაც მანამდე დანიილ მედვედევი და ჰუბერტ ჰურკაჩი დაამარცხა, მეოთხედფინალში რუს კარენ ხაჩანოვთან თამაში ტრავმის გამო ვერ დაასრულა და მესამე სეტში, მაჯის პრობლემების გამო დანებდა. რომ მოეგო, კორდა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად გავიდოდა.

კორდა დიდი სლემის პირველ ნახევარფინალზე ოცნებობდა

“ტკივილი მანამდეც მაწუხებდა და მატჩის დროს უფრო და უფრო გამიმძაფრდა. საქმე მეორე სეტის დასაწყისში გახდა გართულდა. ახლა უნდა გამოვიკვლიო, რა პრობლემა მაქვს,” - განაცხადა კორდამ და დასძინა, რომ მიუხედავად ასეთი დრამატული დასასრულისა, მაინც ძალიან კმაყოფილია, რადგან დიდი სლემის მეოთხედფინალამდე გააღწია.

თამაში მაინც გააგრძელა, მაგრამ შანსი აღარ ჰქონდა

მეორე სეტში მან ექიმთან კონსულტაცია გაიარა და თამაში შეხვეული მაჯით გააგრძელა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ხაჩანოვის წინააღმდეგ შანსი აღარ ჰქონდა. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასსა და ირჟი ლეჰეჩკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან კორდა ცნობილი ჩეხი ჩოგბურთელის, პეტრ კორდას შვილია, რომელმაც 1998 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები