Thumbnail

NFL | 45 წლის ტომ ბრეიდი ფიასკოს შემდეგ მომავალზე ფიქრობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პლეი ოფში მარცხის შემდეგ ტომ ბრეიდის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
  • 3 გუნდი მზადაა, NFL-ის სუპერვარსკვლავს კონტრაქტი შესთავაზოს

კარიერის დასრულება, ტამპა ბეი ბაკანირსში დარჩენა თუ კიდევ ერთხელ სხვა გუნდში გადასვლა? ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა და NFL-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშე დილემის წინაშეა. ტომ ბრეიდიმ არჩევანი უნდა გააკეთოს.

NFL-ის პლეი ოფში ბევრისთვის მოულოდნელი მარცხის შემდეგ 1 კვირა გავიდა, ამერიკული ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა კი ჯერ კიდევ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავის მომავალთან დაკავშირებით.

ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა უკვე 45 წლისაა

“ეს დაწყევლილი, რომ ვიცოდე, რას გავაკეთებ, მაშინ, კიდევ ერთხელ დაწყევლოს ღმერთმა, ამას უკვე გავაკეთებდი კიდეც,” - ცოტა არ იყოს, გაბრაზებული ტონით თქვა სუპერბოულის 7-გზის გამარჯვებულმა ბრეიდიმ ერთ-ერთ პოდკასტში. როგორც იცით, მისი ბაკანირსი პლეი ოფის უაილდქარდ წრეში დალას კოვბოისთან 14:31 დამარცხდა, რაც ბრეიდისთვის და მისი გუნდისთვის უდიდეს ფიასკოდ შეირაცხა.

45 წლის (!) ბრეიდის მომავალთან დაკავშირებით იმ მატჩამდეც იყო სპეკულაციები. მან შარშანაც თქვა, რომ დიდი სცენიდან წასვლას, ანუ კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ 40 დღეში გადაიფიქრა და კარიერა გააგრძელა.

ბრეიდის ბაკანირსი დალას კოვბოისთან დამარცხდა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თუკი კარიერას არც ამჯერად დაასრულებს, მინიმუმ 3 გუნდი მზად არის, გადაიბიროს და ძალიან კარგი პირობები, საუკეთესო ხელფასი შესთავაზოს. როგორც ირკვევა, ბრეიდის გადაბირება ყველაზე მეტად ლას ვეგას რაიდერსს სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები