Thumbnail

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - ნიკოლო ძანიოლო იტალიაში რჩება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომას 23 წლის ნახევარმცველს კლუბის გამოცვლა ამ ზამთარსვე სურს
  • იტალიის ნაკრების ფეხბურთელის დამატებით მილანი ინტერესდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რომას ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო, რომელსაც კლუბის შეცვლა უკვე ამ ზამთარს სურს, მილანში გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელმა "როსონერისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. 

მილანი იტალიის ნაკრების ნახევარმცველს ხელშეკრულებას 2027 წლის ივნისამდე პირდება, რომელშიც ხელფასის სახით წლიური 3,5 მილიონი ევრო იქნება გათვალისწინებული და ამას ბონუსებიც დაემატება. 

მილანელები ძანიოლოს ტრანსფერის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მათშთვის მისაღებია გარიგება იჯარაზეც, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ოპცია, შემდგომში ფეხბურთელის 22-25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით.  

ახლა მილანსა და რომას ტრანსფერის ფასზე აქვთ მოსალაპარაკებელი. “ჯალოროსის” ნიკოლოს სანაცვლოდ, სულ ცოტა, 30 მილიონი ევროს მიღება სურს. 

ცნობილია, რომ იტალიელი ფეხბურთელის გადაბირებით ასევე დაინტერესებულია ტოტენჰემი, თუმცა თავად ნახევარმცფველისთვის პრიორიტეტული ვარიანტი მილანია. 

ჟოზე მოურინიო ეჭვობს, რომ ფეხბურთელს ამ ზამთარს კლუბის შეცვლა გაუჭირდება

ნიკოლო ძანიოლომ, რომელსაც წინა წლებში ზედიზედ ორი სერიოზული ტრავმის გადატანა მოუხდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 17 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. 

კარგა ხანია იწერება, რომ ნიკოლო ძანიოლოს რომადან წასვლა სურს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სერია A-ს ბოლო მატჩებში ფეხბურთელი განაცხადშიც აღარ შეიყვანა, კლუბის გენერალურმა დირექტორმა ტიაგუ პინტუმ კი თქვა, რომ ნიკოლო პირად ინტერესებს გუნდისაზე მაღლა აყენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები