Thumbnail
  • ზალცბურგმა ბარსელონას ნიჭიერი ფეხბურთელის ყიდვა დაასწრო
  • ავსტრიელებმა ისრაელის ნაკრების ფეხბურთელში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ავსტრიულმა ზალცბურგმა მორიგი ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატა. ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი, ოსკარ გლუხი ავსტრიული კლუბის ღირსებას დაიცავს. ესპანური პრესა გუშინ წერდა, რომ გლუხის დამატება ბარსელონას სურდა და თვითონ ფეხბურთელიც ესპანეთში ტრანსფერზე თანახმა იყო, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზალცბურგმა თელავივის მაკაბის 7 მილიონი ევრო გადაუხადა და გლუხთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონაში გლუხის ტრანსფერზე იორდი კრუიფი მუშაობდა, რომელიც მაკაბის სპორტული და ტექნიკური დირექტორი იყო, ავსტრიელებმა ესპანელებს მაინც დაასწრეს. ოსკარმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა და ტურნირის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად აღიარეს.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა მაკაბის რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი შეაგდო და 7 საგოლე პასი გააკეთა. 18 წლის ფეხბურთელს დებიუტი ეროვნულ გუნდშიც ჰქონდა. ისრაელის ნაკრების მაისურით გლუხმა ორი მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები