Thumbnail

სარაგბო ევროტურნირები - ქართველი მორაგბეების მეტოქეები პლეი ოფში ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩემპიონთა თასზე და ჩელენჯ თასზე პლეი ოფში მონაწილე გუნდების ვინაობა გაირკვა
  • ქართველი მორაგბეების მეტოქეები ევროტურნირების მერვედფინალებში ცნობილია

ევროპის სარაგბო ევროტურნირებზე პლეი ოფში გამსვლელი კლუბების ვინაობა გაირკვა და უკვე მერვედფინალური წყვილებიც ცნობილია. ორივე ევროტურნირზე ქართველი მორაგბეები მრავლად არიან. ჩემპიონთა თასის პლეი ოფში 3 ფრანგული, 5 ინგლისური, 3 სამხრეთაფრიკული, 3 ირლანდიური, ერთი უელსური და ერთი შოტლანდიური გუნდი გავიდა.

სამწუხაროდ, ჩემპიონთა თასის მერვედფინალში მხოლოდ ორი ქართველი მორაგბე ითამაშებს. გელა აფრასიძის მონპელიე ინგლისურ ექსეტერს შეხვდება. თუ მონპელიე ამ ბარიერს გაივლის, მათი მეტოქე სამხრეთაფრიკულ შტორმერსსა და ინგლისურ ჰარლექინსს შორის გამარჯვებული იქნება. გიორგი კვესელაძის გლოსტერი კი ლა როშელს დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა თასის მერვედფინალები

ლენსტერი V ალსტერი
ექსეტერი V მონპელიე (გელა აფრასიძე)
შარკსი V მანსტერი
სარასენსი V ოსპრისი
ლესტერი V ედინბურგი
შტორმერსი V ჰარლექინსი
ტულუზი V ბულსი
ლა როშელი V გლოსტერი (გიორგი კვესელაძე)

ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში 6 ფრანგული, 3 უელსური, 2 ინგლისური, 2 სამხრეთაფრიკული, ერთი იტალიური, ერთი შოტლანდიური და ერთიც ირლანდიური ითამაშებს. ჩელენჯ ქაფზე 14 ქართველი ლეგიონერი ითამაშებს.

ჩელენჯ თასის მერვედფინალები

ტულონი (ბექა გიგაშვილი) V ჩიტასი
გლაზგო ურიორსი V დრაგონსი
კარდიფი V სეილ შარქსი
ბრისტოლ ბეარსი V კლერმონი (გიორგი ძმანაშვილი, დავით ქუბრიაშვილი)
სტად ფრანსე (სერგო აბრამიშვილი, ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე, გიორგი ცუცქირიძე) V ლიონი (დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე)

ლაიონსი V რასინგი (გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი ხარაიშვილი)
ბენეტონი V კონახტი
სკარლეტსი V ბრივი (ვასილ ლობჟანიძე, ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე)

ჩემპიონთა ლიგისა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალები 31 მარტიდან 2 აპრილამდე გაიმართება. ჩელენჯ ქაფის და ჩემპიონთა თასის ფინალები დუბლინში ავივა სტედიუმზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები