Thumbnail

სპორტდარბაზში და მერე მოედანზეც - ბოლო ცნობები ხვიჩა კვარაცხელიაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნაპოლიმ ორდღიანი შესვენების შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა
  • ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა

ნაპოლის ორდღიანი შესვენება დასრულდა და კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე ლუჩანო სპალეტის გუნდმა საწვრთნელი პროცესი განაახლა.

როგორც ნეაპოლური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, საქმეში ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაერთო: ქართველმა ფეხბურთელმა წვრთნის პირველ ეტაპზე გუნდთან ერთად სპორტულ დარბაზში ივარჯიშა, მერე კი მოედანზე უკვე ინდივიდუალურად ემზადებოდა. ჯერჯერობით, კვარას გუნდთან ერთად მინდორზე საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

მანამდე, იტალიური მედია წერდა, რომ კვარაცხელიამ გუშინ, როცა გუნდს დასვენების დღე ჰქონდა, ინდივიდუალურად ივარჯიშა, რათა სათანადო კონდიციაში დაბრუნება სწრაფად მოახერხოს.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო ერთი კვირა გაციების გამო პრაქტიკულად გამოტოვა და გუნდთან ერთად არ იყო. მან ვერც ბოლო ორ შეხვედრაში ითამაშა კრემონეზესა (იტალიის თასზე) და სალერნიტანას (სერია A-ში) წინააღმდეგ.

ნაპოლი, რომელიც სერია A-ს პირველი წრის შემდეგ 50 ქულით და დამაჯერებლად ლიდერობს, რომასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც 29 იანვარს, ნეაპოლში გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 ოფიციალურ შეხვედრაში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

კომენტარები

ბოლო ამბები