Thumbnail
  • მეცმა ალბანელი ჯულიანო სკუკა დაიმატა
  • ეს ტრანსფერი მეციდან იბრაჰიმ ნიანის წასვლას ნიშნავს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფრანგული ლიგა 2-ის მეცმა ახალი ფორვარდი დაიმატა - 24 წლის ალბანელი ჯულიანო სკუკა, ცენტრფორვარდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. სკუკა საფრანგეთში პარტიზანიდან გადავიდა, სადაც 34 მატჩში 18 გოლი გაიტანა. მას ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

LGM-ს (letsgometz.com) ინფორმაციით, ახალწვეულმა კლუბის ფანებს იბრაჰიმ ნიანი უნდა დაავიწყოს, ფორვარდი, რომელმაც ლიგა 1-ში ძალიან მაგრად დაიწყო, მაგრამ სერიოზული ტრავმის მერე ძველ დონეზე ვეღარ თამაშობს. იმავე გამოცემის მიხედვით, სკუკას დამატება გიორგი მიქაუტაძესაც შეეხება - 22 წლის ქართველი ცენტრფორვარდის პოზიციიდან ისევ მეორე ფორვარდად (ან გარემარბად) გადაერთვება. მეცი ძირითადად, 4-2-3-1 სისტემით თამაშობს. სკუკამ ამ სეზონში პარტიზანის გოლების ნახევარი (10) გაიტანა და მასზე მეცში დიდ იმედებს ამყარებენ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ამ სეზონში 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მეცი 31 ქულით მესამე ადგილზეა და ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის იბრძვის. მისი ერთ-ერთი კონკურენტი ზურიკო დავითაშვილის ბორდოა (33 ქულა, მე-2 ადგილი). მიქაუტაძე ლიგა 2-ში გოლების რაოდენობით მხოლოდ ბორდოს ფორვარდ ჯოშ მაჯას (11 გოლი) ჩამორჩება. 28 იანვარს მეცი ვალანსიენს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები