Thumbnail

მარცხი აუტსაიდერთა დუელში - დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე მოგების გარეშეა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი 11:14 ვასპო ჰანოვერი
  • საქართველოს ჩემპიონი ჯგუფში მოგების გარეშე ბოლო ადგილზეა

საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-6 ტურის მატჩი ჩაატარა, შინ გერმანულ ვასპო ჰანოვერს დაუპირისპირდა.

ეს იყო A ჯგუფის აუტსაიდერთა შეხვედრა, რადგან წინა 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდი გამარჯვების გარეშე იყო. დინამომ ვერ მოახერხა ჰანოვერისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა და მორიგი მარცხი განიცადა - 11:14 [0:3, 5:5, 2:2, 4:4].

ქართული გუნდისთვის განსაკუთრებით უარყოფითი თამაშის დასაწყისი გამოვიდა, რომლის პირველი პერიოდი 0:3 წააგო და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი. დანარჩენი სამი პერიოდი ფრედ დასრულდა და ვასპო ჰანოვერმა პირველი მოგება მიითვალა.

დინამო თბილისის რიგებში 2-2 გოლი გაიტანეს არტიომ ძიხწიარენკამ, ანდრია ვლაჰოვიჩმა, იოვან სარიჩმა და გიორგი მაგრაქველიძემ, ხოლო თითო ბურთი ბესარიონ ახვლედიანმა, რევაზ იმნაიშვილმა და სტეფან პიესიცავმა მიითვალეს.

დინამო თბილისი A ჯგუფში მოგების გარეშე და 6 წაგებით ბოლო, მე-8 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 თებერვალს, იტალიურ პრო რეკოს უმასპინძლებს.

დინამო თბილისი 11:14 [0:3, 5:5, 2:2, 4:4] ვასპო ჰანოვერი

დინამო თბილისი: რაზმაძე, გიორგაძე, ახვლედიანი (1 გოლი), ძიხციარენკა (2), ტყეშელაშვილი, ვლაჰოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), მალიშაუ, პიესიცავი (1), გვეტაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები