Thumbnail

ფინეთის ქალაქი ესპოო ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. 25 იანვარს ტურნირს ვაჟთა ერთეულები და წყვილები იწყებენ. სამწუხაროდ, წყვილებში საქართველოს მონაწილეები აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც კარინა საფინამ ვერ შეძლო დროულად მუხლის ტრავმის მორჩება, საფინასა და ლუკა ბერულავას დუეტი, რომელიც, წესით, ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი უნდა ყოფილიყო, კონტინენტის პირველობას დააკლდა. სამწუხაროდ, ესპოოში ქართულ დელეგაციას კიდევ ერთი დანაკლისი აქვს - ყინულზე ცეკვებში არ იქნებიან ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი, ეს წყვილი დაიშალა. 

გრაცი. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი - მორის ყვითელაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

ვაჟთა ერთეულებში კი ორი მონაწილე წარადგენს საქართველოს - გამოდცილი მორის ყვითელაშვილი და 20 წლის ნიკა ეგაძე, რომელიც დიდებში ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მეორედ ასპარეზობს. 

მოკლე პროგრამაში (18:40-დან) სულ 29 სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან 24 საუკეთესო შემდეგ სეგმენტზე განაგრძობს ასპარეზობას. ეგაძე ბოლოსწინა ჯგუფში, რიგით 22-ე ისრიალებს, ხოლო ყვითელაშვილი, ფავორიტების (ბოლო) ჯგუფში გამოვა, რიგით 27-ე. 

27 წლის მორის ყვითელაშვილისთვის ეს უკვე ევროპის მეექვსე ჩემპიონატია. საუკეთესო ტურნირი მას 2020 წლის იანვარში გრაცში ჰქონდა, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფიგურულ ციგურაობაში ვაჟთა შორის ქართველმა სპორტსმენმა კონტინენტის პირველობაზე მედალი მოიპოვა. შარშან მორისი მე-6 ადგილით დაკმაყოფილდა. მისი საუკეთესო შედეგი მოკლე პროგრამაში 97.98 ქულაა (პეკინის ოლიმპიადა). ნიკა ეგაძე შარშანელ ევროპის ჩემპიონატზე 28-ე ადგილზე გავიდა. მოკლე პროგრამაში მისი საუკეთესო შედეგია - 84.47 ქულა. სხვათა შორის, მორისის შედეგი ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილეს შორის საუკეთესოა. ვაჟთა ერთეულებში თავისუფალი ციგურაობა 27 იანვარს გაიმართება.

26 იანვრიდან ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ერთეულები ჩაერთვებიან, 30 მონაწილეს შორის საქართველოს ანასტასია გუბანოვა წარადგენს. 27-ში იწყებენ ყინულზე ცეკვის წყვილები, აქ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გამოვლენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები