Thumbnail

კონტრაქტი გაფორმებულია - დინამო ბათუმმა სენეგალის ნაკრების ფორვადი დაიმატა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმმა მუსა კონატეს 1+1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა
  • 29 წლის სენეგალელი გუნდს თურქული შეკრების მეორე ეტაპზე უნდა შეუერთდეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა სენეგალელი თავდამსხმელი მუსა კონატეს ტრანსფერი დაადასტურა. 29 წლის ფეხბურთელმა აჭარის კლუბთან კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოიწერა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბათუმელთა წევრია.

სენეგალელმა ფორვარდმა ბათუმურ კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თურქულ შეკრების მეორე ეტაპის დაწყებამდე შეუერთდება.

სენეგალის ნაკრებში კონატეს 12 გოლი აქვს გატანილი

კონატე ბოლოს თურქული სივასპორის რიგებში თამაშობდა, მანამდე კი ტუნისის ესპერანსეში, ფრანგულ დიჟონსა და ამიენში, შვეიცარიულ სიონში, იტალიურ ჯენოაში, რუსულ კრასნოდარსა და თელ ავივის მაკაბიში ირჯებოდა. ყველაზე შედეგიანი სეზონი 2014/15 წლებში ჰქონდა, როცა შვეიცარიის სუპერლიგის 27 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო 2017/18 წლებში საფრანგეთის ლიგა 1-ში ამიენის მაისურით 33 შეხვედრაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ კონატეს გოლი აქვს გატანილი, როგორც საფრანგეთის ლიგა 1-ში, ისე იტალიის სერია A-ში. მუსას 2012 წელს სენეგალის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. ეროვნული ნაკრების რიგებში მან 2018 წლის მუნდიალზე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები