Thumbnail

83-ე გამარჯვება მსოფლიოს თასზე! შიფრინმა ლინდსი ვონს გადაასწრო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მიკაელა შიფრინმა მსოფლიოს თასზე 83-ე რბოლა მოიგო
  • მან ლეგენდარული ლინდსი ვონის შედეგი გააუმჯობესა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ორგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა მიკაელა შიფრინმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე წარმატებული ქალი სამთო მოთხილამურე გახდა.

ამერიკელმა მოთხილამურემ იტალიაში, კერძოდ, კრონპლაცში გამართული გიგანტური სლალომი მოიგო, რაც მის კარიერაში მსოფლიოს თასზე 83-ე გამარჯვება აღმოჩნდა. ამგვარად, შიფრინმა ლეგენდარული ლინდსი ვონის გადასწრება მოახერხა.

მიკაელა შიფრინი ისტორიის წერას აგრძელებს

შიფრინმა გიგანტურ სლალომში 2.61 წუთი აჩვენა და ყველას აჯობა, მეორე ადგილზე შვეიცარიელი ლარა გუთ-ბეჰრამი გავიდა, რომელიც ამერიკელ მოთხილამურეს 0.45 წამით ჩამორჩა, ხოლო მესამე პოზიცია იტალიელმა ფედერიკა ბრიჯონემ დაიკავა ლიდერთან 1.43 წამით ჩამორჩენით.

მიკაელა შიფრინი, რომელიც ჯერ მხოლოდ 27 წლისაა შვედი ლეგენდის, ინგემარ სტენმარკის შედეგს უტევს, რომელმაც 1970-1990 წლებში მსოფლიო თასზე 86 სლალომი მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ შიფრინი ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები და მათ შორის, 2014 წელს ამის გაკეთება 18 წლისა და 345 დღის ასაკში შეძლო, რითაც სამთო თხილამურობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები