Thumbnail
  • ოლიმპი 96:72 სუპერსონიკსი
  • დავით როგავას გუნდი კავკასიის ლიგაში ისევ დაუმარცხებელია

საკალათბურთო კლუბი ოლიმპი თბილისი კავკასიის საკალათბურთო ლიგაში სუპერსონიკსს შეხვდა და მეტოქეს 24 ქულით მოუგო - 96:72. ოლიმპის კალათბუთელებმა ამ ლიგაში გამოსვლა 2022 წლის ნოემბერში დაიწყეს და მაშინ ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს.

დავით როგავას გუნდმა სომხურ კლუბს მარტივად აჯობა. ქართულმა გუნდმა პირველი პერიოდი 13 ქულით მოიგო, რის შემდეგაც ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. ოლიმპმა მესამე მეოთხედში მეტოქესთან სხვაობა 29 ქულამდე გაზარდა და ბოლო პერიოდი 18:23 წააგო.

ოლიმპს კაპიტანმა ულიდერა. გივი ბაქრაძემ სუპერსონიკსთან 20 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. 10-ქულიან ზღვარს სამი კალათბურთელი გადასცდა: ლინტონ აკლიესე (18 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი), ვლადიმერ თავაქარაშვილი (14 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი) და ლუკა კალატოზიშვილი (13 ქულა, 5 მოხსნა).

ოლიმპი 25 იანვარს მედ ფოქსის წინააღმდეგ ითამაშებს. ქართულ გუნდს 5-დან 5 მატჩი აქვს მოგებული და ამ დროისთვის ლიგაში მე-6 ადგილზეა.
 

კომენტარები

ბოლო ამბები