Thumbnail
  • ტენერიფე 85:65 მურსია
  • გიორგი შერმადინის 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო. გიორგი შერმადინის ტენერიფემ, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, ესპანურ მურსიას უმასპინძლა და 20 ქულით მოუგო - 85:65. ტენერიფემ პირველი ტაიმი 14 ქულით მოიგო და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

შეხვედრაში მონაწილეობა სამმა ქართველმა კალათბურთელმა მიიღო. გიორგი შერმადინმა 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თად მაკფადენი მურსიას 2 ქულითა და 2 მოხსნით დაეხმარა. რატი ანდრონიკაშვილმა კი ერთი მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შერმადინის ტენერიფე მეორე ტურში თურქულ დარუშაფაქას შეხვდება, ხოლო მურსია ბილბაოს დაუპირისპირდება. ტენერიფეს რთული კალენდარი აქვს. ფუენლაბრადასთან გასვლითი მატჩის შემდეგ, შერმადინის გუნდს ჯერ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ელის, რის შემდეგაც ჩემპიონატში რეალს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები