Thumbnail

არჩევნები პირდაპირ ეთერში - ოლ სტარის გუნდები ახლებურად დაკომპლექტდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კაპიტნები სასურველ მოთამაშეებს უშუალოდ მატჩის წინ დაასახელებენ
  • ყველა ვარსკვლავთა მატჩი 19 თებერვალს სოლტ ლეიკ სიტიში ჩატარდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მოახლოებული “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” გუნდების კაპიტნები შემადგენლობებს უშუალოდ თამაშის წინ, პირდაპირ ეთერში აირჩევენ.

მომავალი “ოლ სტარი” 19 თებერვალს სოლტ ლეიკ სიტიშია დაგეგმილი, გუნდების შემადგენლობები კი ლამის ბოლო წუთამდე არავის ეცოდნება, მათ შორის არც თავად კალათბურთელებს. ეს სიახლე NBA-სა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის უკვე შეთანხმებულია.

NBA უკვე მეექვსედ იყენებს ფორმატს, რომლის თანახმადაც გუნდების შემადგენლობებს კაპიტნები ირჩევენ, თუმცა, წინა ხუთ შემთხვევაში, მათი არჩევანის შესახებ “ოლ სტარამდე” რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა ცნობილი.

გარკვეულია, რომ "ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის" შერჩეული კალათბურთელებისა და კაპიტნების სია ხუთშაბათს გამოქვეყნდება. კაპიტნები ისინი გახდებიან, ვისაც გამოკითხვის შედეგად, კონფერენციებში ყველაზე მეტი ხმა ერგებათ.

უდიდესი ალბათობით, დასავლეთ კონფერენციის გუნდის კაპიტანი კვლავაც ლეიკერსელი ლებრონ ჯეიმსი იქნება, რომელსაც გამოკითხვის შუალედურ შედეგებში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი) ლიდერობდა, რომელმაც კევინ დურანტის (ბრუკლინი) გადასწრება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები