- კლივლენდი 106:111 კოლეჯ პარკი
- ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა
გიორგი ბეჟანიშვილის კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა NBA-ს განვითარების ლიგაში (G League) კლივლენდ ჩარჯი 111:106 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი სტუმართა რიგებში ერთ-ერთ საუკეთესო იყო.
ბეჟანიშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ თამაშიდან ყველა სროლა ჩააგდო: 5-ვე ორქულიანი და ერთიც სამქულიანი, რასაც 5-დან 2 საჯარიმო წაამატა.
ქართველ ფორვარდს პასივში 4 დაკარგვა ჰქონდა და 5 პერსონალური ფოლიც მიიღო.
კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსს 5-5 მოგება-წაგება მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი ხვალ დილით ისევ კლივლენდელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარები