Thumbnail

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 2022/23 წლების ერთა ლიგის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ოთხთა ტურნირს, რომელშიც პირველობისთვის A ლიგის გამარჯვებულები: ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი ითამაშებენ, ნიდერლანდები უმასპინძლებს.

ნახევარფინალური შეხვედრები 2023 წლის 14 და 15 ივნისს ჩატარდება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივნისს გაიმართება. ტურნირს ნიდერლანდების ორი ქალაქი - როტერდამი და ენსხედე უმასპინძლებს.

ნახევარფინალები

📅 14 ივნისი | 🏟 როტერდამი | ⌚ 20:45 CET 
ნიდერლანდები V ხორვატია 

📅 15 ივნისი | 🏟 ენსხედე | ⌚ 20:45 CET 
ესპანეთი V იტალია

მატჩი მესამე ადგილისთვის

📅 18 ივნისი | 🏟 ენსხედე | ⌚ 15:00 CET 
ნიდერლანდები/ხორვატია V ესპანეთი/იტალია

ფინალი

📅 18 ივნისი | 🏟 როტერდამი | ⌚ 20:45 CET 
ნიდერლანდები/ხორვატია V ესპანეთი/იტალია

ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების ოთხთა ფინალი 2018 წელს, პორტუგალიაში ჩატარდა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, 2021 წლის ტურნირი კი, რომელსაც იტალიამ უმასპინძლა, საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო, რიგით მესამე გათამაშებაში C ლიგაში ითამაშა და მე-4 ჯგუფის გამარჯვებული გახდა, სადაც მეტოქეებად ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი ჰყავდა. ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფში 5 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და B ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები