Thumbnail

დინამო ბათუმის მე-9 ტრანსფერი - ნახევარმცველი სლოვენიის ჩემპიონის რიგებიდან

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ვლადან ვიდაკოვიჩი დინამო ბათუმში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს
  • სერბი ნახევერმცველი სლოვენიის ჩემპიონი მარიბორის საკუთრებაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დინამო ბათუმს მორიგი ახალწვეული ჰყავს: საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა სლოვენიის ჩემპიონი მარიბორის რიგებიდან 1-წლიანი იჯარით სერბი ნახევარმცველი ვლადან ვიდაკოვიჩი აიყვანა. 

23 წლის ფეხბურთელი მარიბორის რიგებში 2022 წლის ზაფხულში 150 000 ევროს სანაცვლოდ სპარტაკ სუბოტიცადან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ახალი გუნდის მაისურით, ჯამში, 14 შეხვედრა ჩაატარა. ვიდაკოვიჩი დინამოს შეკრებაზე ხვალ, 26 იანვარს შეუერთდება. ბათუმელებს 1-წლიანი იჯარის დასრულების შემდეგ მოთამაშის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. 

დინამომ 2023 წლის ეროვნული ლიგის სეზონის დაწყებამდე 9 ტრანსფერი განახორციელა. ბათუმურ გუნდში 4 ქართველი და 5 უცხოელი ფეხბურთელი მივიდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ამჟამად შეკრებას თურქეთში გადის და 2 ამხანაგური მატჩი უკვე გამართა.

კომენტარები

ბოლო ამბები