- რამდენიმე დროშაზე ვლადიმირ პუტინის ფოტო იყო გამოსახული
- AUS OPEN | ჯოკოვიჩი მე-10 ტიტულისკენ მიიწევს - მან რუბლიოვიც გაანადგურა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ვიკტორიის შტატის (ავსტრალია) პოლიციამ 4 ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც როდ ლეივერის სახელობის არენასთან რუსული დროშებითა და სიმბოლიკით გამოჩნდნდენ. ეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რუსი ანდრეი რუბლიოვის მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც ნოლემ მოიგო.
როგორც Tennis Australia იუწყება, დაკავებულები სამართალდამცავებს ემუქრებოდნენ და მათ წინააღმდეგობაც გაუწიეს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი სერბები არიან და სტადიონზე ჯოკოვიჩის საქომაგოდ იმყოფებოდნენ.
უფრო ადრე სოციალურ ქსელში ვიდეოც გაჩნდა, სადაც სჩანდა, რომ ადამიანების ჯგუფს რუსეთის დროშები ეკავა, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო გამოსახული. ფრიალებდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშაც, ერთ ფანს კი მაისურზე Z ეწერა, რომელსაც რუსები ომის პროპაგანდისთვის იყენებენ.
ამჟამად, დაკავებულთა დაკითხვა მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მათ სასჯელი ემუქრებათ, რადგანაც ტურნირზე რუსული სიმბოლიკის გამოყენება ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორების მიერ აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა რუბლიოვი 6:1, 6:2, 6:4 გაანადგურა და Australian Open-ის ნახევარფინალში ამერიკელ ტომი პოლს შეხვდება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი ბერძენი სტეფანოს ციციპასი და რუსი კარენ ხაჩანოვი იბრძოლებენ.
კომენტარები