- უნგრული კლუბის ქართველი თავდამსხმელი მთავარ გუნდს ჩამოშორებულია
- პოლონური მედია ბუდუ ზივზივაძის ზაგლებიეში შესაძლო ტრანსფერზე წერს
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
საქართველოს ნაკრებისა და უნგრული ფეჰერვარის თავდამსხამელით ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერით ლუბინის ზაგლებიეა დაინტერესებული. ამის შესახებ პოლონურ მედიაში რამდენიმე დღის წინ დაიწერა, ამჯერად კი ცნობილი გახდა თანხის ოდენობა, რომელსაც უნგრული კლუბი 28 წლის ქართველ ფეხბურთელში ითხოვს.
"გავრცელებული ხმებით, ქართველი სნაიპერით რამდენიმე პოლონური კლუბი იყო დაინტერესებული. ჯერ გურნიკ ზაბჟე დასახელდა, შემდეგ - რადომიაკი და ვროცლავის შლიონსკი. 28 წლის ფეხბურთელი სიამოვნებით შეიცვლიდა საკლუბო ფერებს, რადგან ფეჰერვარი მასზე იმედებს აღარ ამყარებს.
ზივზივაძის ზაგლებიეში გადასვლაში ხელისშემშლელი ფაქტორი ფულია. ფეჰერვარმა თავის დროზე ფეხბურთელში 350 ათასი ევრო გადაიხადა და თავად მოთამაშესაც საკმაოდ მაღალ თანხას უხდის (დაახლოებით 40 ათას ევროს თვეში). სატრანსფერო ფანჯრის გახსნის მომენტში უნგრელები თავდასხმელის გაყიდვას 300-400 ათას ევროდ იმედოვნებდნენ, მაგრამ პოტენციურ მყიდველებს ფასის დაწევა სურთ. ზივზივაძის ზაგლებიეში გადასვლა შესაძლებელი იქნება, თუკი ორივე მხარე კომპრომისზე წავა", - წერს Weszlo.com.
შეგახსენებთ, რომ ამ ზამთარს ბუდუ ისრაელის ვიცე-ჩემპიონ, ბეერ-შევას ჰაპოელსაც დაუკავშირეს.

ბუდუ ზივზივაძეს ფეჰერვართან კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველმა თავდამსხმელმა კლუბის მაისურით სეზონის პირველ ნახევარში, ჩემპიონატისა და კონფერენსლიგის 16 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ ოქტომბერში, უიპეშტთან შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო ფაქტის გამო, მთავარ გუნდს ჩამოაშორეს. მეორე გუნდში დაქვეითებულმა ფორვარდმა ორი შეხვედრის ჩატარება და გოლის გატანაც მოასწრო, მაგრამ მესამეში მხრის ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
ლუბინის ზაგლებიეში ამჟამად ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - გურამ გიორბელიძე და თორნიკე გაფრინდაშვილი. პოლონური კლუბი ეკსტრაკლასაში 17 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-15 ადგილზეა.
კომენტარები