Thumbnail

უეფამ 2023 წლის სუპერთასის მატჩის ახალი მასპინძელი გამოაცხადა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შეხვედრა რუსეთის ქალაქ ყაზანის ნაცვლად საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდება
  • ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულები ათენის არენაზე ითამაშებენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

უეფა რუსეთის დასჯას აგრძელებს - 2023 წლის უეფას სუპერთასის მატჩი, რომლის მასპინძლად ყაზანი იყო არჩეული, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქის ნაცვლად, ათენში გაიმართება.

შეხვედრა, რომელშიც ტიტულისთვის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულები შეხვდებიან, 16 აგვისტოს, საბერძნეთის დედაქალაქში, არენა "გეორგიოს კარაისკაკისზე" ჩატარდება. 

ოლიმპიაკოსის საშინაო არენა 32 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევს

უეფას 2020 წლის გადაწყვეტილებით, უეფას სუპერთასის შეხვედრა ყაზანში, "აკ ბარს არენაზე" უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსულ ფეხბურთს სანქციები დაუწესდა - ქვეყნის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან, სანკტ-პეტერბურგს კი ჩამოართვეს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება, რომელიც საბოლოოდ პარიზში ჩატარდა.

უეფას სუპერთასის მატჩი 1972 წლიდან ტარდება. ტიტული ყველაზე მეტჯერ ბარსელონას, რეალსა და მილანს აქვთ მოგებული - ხუთ-ხუთჯერ. შარშან სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის რეალი გახდა, რომელმაც ფრანკფურტის აინტრახტს აჯობა (2:0).

კომენტარები

ბოლო ამბები