- ბარსელონა 1:0 სოსიედადი
- კატალონიური გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა
კატალონიის ბარსელონამ კოპა დელ რეის მეოთხედფინალში სოსიედადს უმასპინძლა და მეტოქეს 1:0 მოუგო. სტუმრები მე-40 წუთზე 10 კაცით დარჩნენ, მსაჯმა მოედნიდან ბრაის მენდესი გააძევა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბარსელონამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და 52-ე წუთზე უსმან დემბელეს გოლით დაწინაურდა.
კატალონიელებმა დარჩენილ დროში ანგარიში შეინარჩუნეს და თასის ნახევარფინალში გავიდნენ. თასის მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა ოსასუნასა და სევილიას მატჩში გაირკვა. პამპლონელებმა სევილიას დამატებით დროში 2:1 აჯობეს. გარდა ამისა, ნახევარფინალში მადრიდულ დერბიში ატლეტიკო და რეალი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია კი ბილბაოს შეხვდება.
ბარსელონა 1:0 სოსიედადი
გოლი: 1:0 დემბელე (52)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ბალდე (რაფინია 78), კრისტენსენი (ალონსო 90+1), არაუხო, კუნდე - პედრი (კესიე 77), ბუსკეტსი, დე იონგი - გავი, ლევანდოვსკი, დემბელე (ფატი 78)
კომენტარები