Thumbnail
  • ოლიმპი 72:75 მედ ფოქსი
  • დავით როგავას გუნდი კავკასიის ლიგაში პირველად დამარცხდა

საკალათბურთო კლუბი ოლიმპი თბილისი კავკასიის საკალათბურთო ლიგაში მედ ფოქსს შეხვდა და 3 ქულით დამარცხდა - 72:75. ოლიმპის კალათბუთელებმა ამ ლიგაში გამოსვლა 2022 წლის ნოემბერში დაიწყეს და მაშინ ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს.

დავით როგავას გუნდმა სომხურ კლუბთან მძიმე ბრძოლაში წააგო. ოლიმპმა მეტოქეს პირველი ტაიმი 39:32 მოუგო, რის შემდეგაც მესამე პერიოდში რვა ქულით დამარცხდა და საბოლოოდ მატჩიც წააგო.

ოლიმპის მხრიდან ლუკა კალატოზიშვილსა და ლინტონ აკლიესეს ორმაგი დუბლი ჰქონდათ. ლუკა კალატოზიშვილმა 15 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა, ლინტონ აკლიესემ კი 27 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ჩაიწერა აქტივში.

ოლიმპი 5 მოგებითა და 1 მარცხით კავკასიის ლიგაში მეექვსე ადგილზეა. ქართული გუნდის მეტოქე 27 იანვარს დვინი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები