Thumbnail

ლილარდის 60 ქულა - ბოლოს რომ ჩაეგდო, რეკორდს ამყარებდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პორტლენდი 134:124 იუტა
  • დამიან ლილარდმა მიმდინარე სეზონში ლუკა დონჩიჩის შედეგი გაიმეორა

პორტლენდი ტრეილ ბლეიზერსის ვარსკვლავმა დამიან ლილარდმა იურა ჯაზთან მოგებულ მატჩში (134:124) 60 ქულა ჩააგდო და მხოლოდ 1 ტყორცნა დააკლდა, რათა პირადი რეკორდი გაეუმჯობესებინა.

ლილარდმა თამაშიდან 29-დან 21 სროლა (72.4%) გამოიყენა, საიდანაც 9 სამქულიანი იყო და 10-დან 9 საჯარიმოც მიაყოლა. მან მოედანზე 40 წუთი გაატარა და აქტივში 7 მოხსნა და 3 ჩაჭრაც ჰქონდა.

საინტერესოა, რომ საფინალო სირენამდე 29.1 წამით ადრე, ამერიკელმა მცველმა საშუალოდ დისტანციიდან ესროლა და მაშინაც რომ ზუსტი ყოფილიყო, კარიერის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებდა.

ცნობისთვის, დამიანს 60 და მეტი ქულა 4-ჯერ აქვს ჩაგდებული, მისი რეკორდი კი 61 ქულაა, რომელსაც კარიერაში 2-ჯერ უწია.

აღსანიშნავია, რომ NBA-ს მიმდინარე სეზონში ლილარდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ დონოვან მიტჩელს ჰქონია. კლივლენდ კავალიერსის ვარკვლავმა, 3 იანვარს, ჩიკაგო ბულსთან შეხვედრაში 71 ქულა მიითვალა.

გასული წლის 27 დეკემბერს, ლილარდის მსგავსად 60 ქულა მოაგროვა დალას მავერიკსის ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა. ეს ნიუ იორკ ნიკსთან მატჩში მოხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები