Thumbnail

'დიდი მატჩების კაცი მზადაა' - რას წერენ კვარაცხელიაზე რომასთან მატჩის წინ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნაპოლი რომასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც 29 იანვარს გაიმართება
  • ნეაპოლური მედია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იქნება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ნაპოლი რომას უმასპინძლებს.

ნეაპოლური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იქნება. ის რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს და ცხადია, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდის ლიდერს პირველივე წუთიდან დატვირთავს. Tuttonapoli წერს, რომ "დიდი მატჩების კაცი დასაბრუნებლად მზადაა".

კვარაცხელია გუშინდელ ვარჯიშზე

"იტალიის თასზე კრემონეზესთან და სერია A-ში სალერნიტანასთან მატჩების გამოტოვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას რომასთან შეხვედრაში მოედანზე დაბრუნება სურს. ქართველი დღითიდღე უკეთ გამოიყურება და გუშინ გუნდთან ერთად თითქმის სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღესაც მან მთელი საწვრთნელი სესია გუნდთან ერთად უნდა გაატაროს და შესაბამისად, ინდივიდუალურ მზადებას საბოლოოდ დაასრულებს.

მას უკვე დიდ მატჩებშიც ჰქონდა გოლები, გადამწყვეტი პასები და მოპოვებული პენალტები და მეტოქის დაცვის ყურადღებასაც იპყრობს, რითაც მისი თანაგუნდელებისთვის სივრცე თავისუფლდება. ბოლო შოუ მას იუვენტუსის წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა. კვარაცხელია დიდი მატჩების კაცია", - წერს Tuttonapoli.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ბოლო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა. რომასთან თამაში კი 29 იანვარს, "სტადიო მარადონაზე" შედგება. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს პირველი წრის შემდეგ 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, კონკრეტულად რომას კი 13 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები